Awesome Image

ბრტყელი სახურავების კომპლექსური გადახურვა

კომპანია “Roof Line” გთავაზობთ ბრტყელი გადახურვებისთვის კომპლექსური სამუშაოების შესრულებას, რომლებიც ძირითადად კეთდება სახურავებზე, ტერასებზე , აივნებზე, ავტოფარეხებზე, სასაწყობე დანიშნულების შენობებზე და სხვა.

ობიექტისათვის ბრტყელი გადახურვის შერჩევა ყოველთვის ხდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია რიგ გარემოებებზე. ბრტყელი გადახურვა შეიძლება იყოს: სტანდარტული, ინვერსიული, ექსპლუატირებადი, არაექსპლუატირებადი, ე.წ. მწვანე სახურავი და სხვა. მაგ.: სტანდარტული ბრტყელი სახურავის შემადგენლობა (ე.წ. სენდვიჩი) შემდეგნაირია:

  • • ორთქლ-საიზოლაციო ფენა
  • • თბო-საიზოლაციო ფენა
  • • არმირებული/ფიბრირებული ქანობიანი მჭიმის/ბეტონის ფენა
  • • ჰიდრო-საიზოლაციო ფენა

კომპანია “Roof Line”-ის მიერ ხორციელდება ყველანაირი მოცემულობის ბრტყელი გადახურვითი სამუშაოები. ვიყენებთ როგორც საკუთარ, ასევე ბაზარზე არსებულ სხვა ხარისხიან მასალებს.

მასალები ძირითადი ფენისათვის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ხანგრძლივი დროით იზოლაცია, მრავალნაირია. მთავარია ზუსტად შერჩეული მასალები და შემდგომ მისი სწორად მოწყობა/მონტაჟი. ძირითადად გადახურვით-საიზოლაციო მასალებად ვიყენებთ:

  • • ბითუმოვან რულონურ მემბრანებს, რომლებიც დამზადებულია SBS მოდიფიცირებული ბითუმის ბაზაზე და არმირებულია მინა-ქსოვილით ან პოლიმერ-ქსოვილით
  • • ბითუმ-კაუჩუკის ბაზაზე დამზადებულ წასასმელ მასალებს
  • • პოლიურეთანს / პოლიურეას - წასასმელ, თხევად ე.წ. რეზინოვან მასალებს
  • • ცემენტ-აკრილის ბაზაზე დამზადებულ წასასმელ მასალებს
  • • PVC მემბრანებს